კვლავ ვერ ვხედავთ ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევად დაშლის მიზეზებს - ჰარცელი​

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ელჩის საქართველოში, კარლ ჰარცელის თქმით, ვერ ხედავენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მიზეზს. დიპლომატი ეხმაურება გუშინ, საკანონმდებლო ორგანოში 2 ახალი სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნას:

„ჩვენ კვლავ ვერ ვხედავთ გასული წლის დეკემბერში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოულოდნელად და ნაჩქარევად დაშლის და სახელმწიფო ინსპექტორის მანდატის ვადამდე შეწყვეტის ობიექტურ მიზეზებს.  

პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული დანიშვნებს ვითვალისწინებთ, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სააპელაციო პროცესის შედეგებს დაველოდებით.

უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს იმ ვალდებულებებად რჩება, რომლებზეც ქვეყანა პასუხისმგებელია. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკავშირმა გამოხატოს ნება და იპოვოს შესაძლებლობა, დაეხმაროს საქართველოს ძირითად სფეროებში რეფორმების განხორციელებაში." აცხადებს კარლ ჰარცელი.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კოკა კაციტაძე უხელმძღვანელებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვას ლელა ჯანაშვილი. ორივე უწყება სწორედ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შედეგად შეიქმნა.

საკონსტიტუციო სასამართლოს კი ჯერ არ დაუწყია ლონდა თოლორაიას სარჩელის განხილვა, რომელმაც ინსპექტორის გაუქმების გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი