
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი კულება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის:
"უკრაინა გრძნობს და აფასებს ჩვენი ქართველი მეგობრების სოლიდარობას. ჩვენმა ორივე მამაცმა ერმა კარგად იცის, რომ თავისუფლება არ არის უფასო. მნიშვნელოვანია, რომ ამ საერთო ბრძოლაში უკრაინამ და საქართველომ ერთმანეთს ზურგი გაუმაგრონ" წერს კულება.
შეგახსენებთ, საქართველომ უკრაინას სოლიდარობა თბილისიდან გამოუცხადა. არც ერთი ოფიციალური ომის საფრთხის წინაშე მდგარ ქვეყანაში არ ჩასულა.
დავით ზალკალიანმა დღეს უკრაინის საელჩოში გამართულ ერთობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.