16 თებერვალი - უკრაინის ერთიანობის დღე | ვითარება კიევში

გამოქვეყნდა:

უკრაინელებმა რუსულ ოკუპაციას ერთიანობა დაუპირისპირეს. ათობით ადამიანი ქალაქის ქუჩებსა და კიევის ცენტრალურ სტადიონზე შეიკრიბა და ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს, დროშის გადმოფენით ყველას აჩვენა, რომ უკრაინა ერთიანია და რუსული აგრესიის შემთხვევაში, ქვეყანას ერთად დაიცავენ. 

ქვეყნის ყველა დასახლებულ პუნქტში, სახლებსა და შენობებზე ეროვნული დროშა აღიმართა და ეროვნული ჰიმნი შესრულდა. 

მთავრობის სახლთან გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა უკრაინის ოპოზიციამაც მიიღო. კიევში გამართული ღონისძების შემდეგ კი ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუს-უკრაინს საზღვართან, როვნოში გაფრინდა, საიდანაც ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ - მარიუპოლში ჩავა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მშვიდობიან აქციაში მიიღებს მონაწილეობას. 

მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, დღეს ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად იდგა და რუსული აგრესიის წინააღმდეგ მსოფლიოს საკუთარ ერთიანობას აჩვენებდნენ. დღესვე საგანგებო სხდომა გაიმართა უკრაინის საკანონდებლო ორგანოში, სადაც სიტყვით ლიეტუვის სეიმის დეპუტატები გამოვიდნენ და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ავტორები: ნათია ტრაპაიძე, რამაზ ხატიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი