ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ზუგდიდის საკრებულოს წევრს, დეპუტატ მანუჩარ ფიფიას ჭიშკარი მოპარეს. თავად, ფიფია ფაქტს პოლიტიკურ დევნას უკავშირებს და ამბობს, რომ ეს შურისძიების მიზნით არის გაკეთებული. მისივე თქმით, ჭიშკარი ძველი იყო და მას არანაირი ღირებულება არ ჰქონდა.
ფიფიას საცხოვრებელ სახლში უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით არის დაწყებული.
ავტორი: ემა გოგოხია