კანადა 2024 წლამდე 1,3 მილიონზე მეტი ემიგრანტის მიღებას აპირებს

გამოქვეყნდა:

კანადა მომდევნო სამი წლის განმავლობაში 1.3 მილიონზე მეტი ემიგრანტის მიღებას აპირებს, რათა ეკონომიკის პოსტპანდემიურ ზრდას მხარი დაუჭიროს, - ინფორმაციას Bloomberg ვრცელებს

გამოცემა წერს, რომ კანადის მთავრობა მიზნად ისახავს, რომ დაამატოს 431,000-ზე მეტი მუდმივი მცხოვრები მიმდინარე წელს, 2023 წელს - 447,000 და 2024 წელს- 451,000.

“ემიგრაციამ ხელი შეუწყო კანადის ისეთ ქვეყნად ჩამოყალიბებას, როგორიც დღეს არის. ჩვენ ორიენტირებული ვართ ეკონომიკის აღდგენაზე და იმიგრაცია არის ამის გასაღებია”,- თქვა იმიგრაციის მინისტრმა, შონ ფრეიზერმა.  

ახალი გეგმის თანახმად, ახალჩამოსულთა თითქმის 60% უნარებისა და სამუშაო გამოცდილების საფუძველზე ეკონომიკური მიგრანტის სტატუსს მიიღებს.

ცნობისთვის, გასულ წელს კანადამ  405 000-ზე მეტი ემიგრანტი მიიღო, რაც ყველაზე დიდი წლიური ზრდაა ქვეყნის ისტორიაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი