
ენმ-ს ქობულეთის საკრებულოს წევრებმა დღეს მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინელ კოლეგებს. ონლაინ შეხვედრას უკრაინის მხრიდან ესწრებოდნენ ქალაქ ჩერკასის საკრებულოს ფრაქციის წევრები და მერის პირველი მოადგილე სერგეი ტიშენკო
ოპოზიციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და მის როლს უკრაინაში:
"დღეს უკრაინაში ერთობის დღეა!
ამ მნიშვნელოვან დღეს, ქობულეთიდან ჩვენს უკრაინელ ძმებთან, კოლეგებთან, ოფიციალურ პირებთან როგორც ქალაქის საკრებულოდან, ასევე აღმასრულებელი რგოლიდან, ვისაუბრეთ დისტანციურად და გამოვუცხადეთ სრული მხარდაჭერა მათ!
უკრაინაში ყველა ერთხმად აღიარებს, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია უკრაინისთვის და რომ მიშა შეძლებდა ყველას კარზე დაკაკუნებას, მხარდამჭერთა დიდ მობილიზებას!
ერთად ვიმღერეთ საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ჰიმნი" განაცხადეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე