"მინდა მოვუწოდო ყველას, მხარი დაუჭიროს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავში" - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

მინდა მოვუწოდო ყველას, მხარი დაუჭიროს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯალაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ მიმართვაში წერს. 

ბადრი ჯაფარიძეს დაჩქარებულად მოუხსნეს დეპუტატის სტატუსი, ვინაიდან ის იყო ის 50-ე და გადამწყვეტი ხმა, რომელიც საჭირო იყო ჩემი წამების კომისიის შესაქმნელად.

ამიტომ, მე მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. მაგრამ ჩემს სუბიექტურ დამოკიდებულებაზე ბევრად მაღლა დგას ყველა ნამდვილი ოპოზიციური ჯგუფის ერთიანობის იდეა. არსად არავის მსოფლიოში არ დაუმარცხებია მაფიოზური რეჟიმები ყველას ერთიანობის გარეშე.

ამიტომ, მინდა მოვუწოდო ყველას, მხარი დაუჭიროს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავში.

ოღონდ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ბათუმშიც და რუსთავშიც გამარჯვება ვერ მიიღწევა, თუ მანამდე ქვეყანაში არ იქნება დიდი ტალღა სიღატაკის, ძარცვის, უსამართლობის, დაცინვის წინააღმდეგ და ეს ტალღა იქნება აუცილებლად უმოკლეს ხანში!, - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი