საქართველოს პროკურატურამ, ფოთში მომხდარი ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დედას ბრალდება წარუდგინა:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 10 თებერვალს, ფოთში, დ.კ.-მ, განზრახ მოკვლის მიზნით მისი ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა.
სამართალდამცველებმა დ.კ. 14 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა) წარედგინა." ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ფოთის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. პროცესი დილის 11 საათზეა ჩანიშნული.