"ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია უკრაინის თემასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა კონკრეტულად რეზოლუციაშიც, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო - სულ რამდენიმე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ასეთი საპარლამენტო რეზოლუცია მიიღო უკრაინის თემაზე და ერთ-ერთია, მათ შორის საქართველო. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, რაც ჩვენი მხრიდან იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გავაკეთეთ აქცენტი მთავარ ამოცანაზე, რაც არის ომის არდაშვება და აქეთკენ უნდა იყოს თითოეული ნაბიჯი მიმართული, მათ შორის რიტორიკაც.
ჩვენი სულისკვეთება ჩანს ყველაფერში, თითოეულ ჩვენს ნაბიჯში. რაც შეეხება სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ, არავითარი კითხვის ნიშნის ქვეშ ეს საკითხი, ჩვენი მხრიდან, არ დგას. ჩვენს ხელში არ არის გადამწყვეტი როლის შესრულება ომის არდაშვებაში, მაგრამ ამის მიღმა, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ სოლიდარობა გამოვხატოთ ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჭარბად მძაფრი რიტორიკა, რასაც ჩვენი ოპონენტები ითხოვენ, გვგონია, რომ უფრო მეტად დაასხამს წყალს იმ დისკურსზე, რასაც ჰქვია ომის პროვოცირება, ვიდრე იმაზე, რაც ჩვენ გვინდა - ომის არდაშვება".
- თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში, უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.