მთავრობამ დონორებისგან 243 მლნ ლარი ვერ აითვისა

გამოქვეყნდა:

მილიონობით აღებული სესხები და შეუსრულებელი პროექტები - აუდიტის სამსახურმა  სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ 11 საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად, მთავრობამ უცხოელი დონორებისგან 243 მილიონი ლარი ისესხა, თუმცა გეგმა ვერ შეასრულა. შედეგად კი დღეს განვითარებული ინფრასტრუქტურული პროექტების სანაცვლოდ, სახელმწიფოს ამ სესხის გადახდასთან ერთად  ჯარიმებიც დაეკისრა. 

დავინტერესდით, როგორი უნდა ყოფილიყო დაანონსებული პროექტები და როგორ გამოიყურება დღეს ეს ადგილები.  

ერთ-ერთი მსხვილი სესხი  თბილისის ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის თბილისის მერიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან აიღო.  მარტივი შესამჩნევია, რომ ნაგავსაყრელი არ არის გადახურული. 2016 წელს,   თბილისის ბიუჯეტიდან თავად გამოყო 11 მილიონი ლარი  იმისთვის, რომ ნაგავსაყრელი გადახურულიყო და მავნე ნივთიერების გამოყოფა შეჩერებულიყო. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დასახულ ამოცანას თავი ვერ გაართვა, რომლის შედეგადაც მივიღეთ: ჩამოშლილი მთა, დასურულებელი პროექტი,  გადაუხურავი უჯრედი და ხუთი მილიონი ლარის ზარალი.

თანამედროვე და ევროპული სტანდარტები არსად ჩანს. პროექტის თანახმად, თბილისის ნაგავსაყრელს გარემოზე ზეგავლენა არ უნდა მოეხდინა, ფაქტი კი ჯიუტია და სხვას გვიჩვენებს. ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნისთვის ნასესხები მილიონები ამ ნაგავმა წაიგო. ეს საკითხი ისევ მოუგვარებელ პრობლემად დარჩა, აქ ახლოს მცხოვრები მოსახლოება კვლავ აუტანელ სუნში იხრჩობა. 

ნაგავსაყრელის პრობლემა მარტო თბილისს არ აწუხებს. განუხორციელებელ პროექტებს შორისაა ქუთაისის ნაგავსაყრელიც. საქართელოში ევროსტანდარტების შესაბამისი პირველი რეგიონული ნაგავსაყრელი ქუთაისთან ახლოს უნდა აშენებულიყო, სამშენებლო სამუშაოები კი 2019 წლის მარტში უნდა დაწყებულიყო.

საქართველოში პირველი რეგიონული ნაგავსაყრელი სოფელ ჭოგნართან ორი კილომეტრის დაშორებით უნდა აშენებულიყო, რომელიც მთელ იმერეთის რეგიონს მოემსახურებოდა.

მშენებლობის გეგმას დიდი პროტესტი მოჰყვა. სოფელ ჭოგნარის მოსახლეობამ გასულ წელს არაერთი აქცია გამართა და  ხელისუფლებას მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდებდა.  ადგილობრივები სასმელი წყლის დაბინძურების საშიშროებას ხედავდნენ და ხელისუფლებას  ნაგავსაყრელის ასაშენებლად სხვა ალტერნატიურ ადგილებს სთავაზობდნენ.

გამოყოფილი სესხის დროული და ეფქტიანი ათვისება ამ შემთხვევაშიც არ მოხდა. საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია გეგმის მიხედვით, გასულ წელს უნდა დასრულებულიყო. სამუშაოებისთვის 48 მილიონ ლარზე მეტი იყო გამოყოფილი.  თუმცა, ამ მონაკვეთზე მშენებლობა ჯერ არც კი  დაწყებულა.

თბილისის ავტობუსების პროექტისთვის კი ნასესხები 75 000 ლარის ათვისებაც ვერ მოხდა.  ათი ათასობით ვალს იხდის სახელმწიფო განუხორციელებელ პროექტში და ამ დროს, თბილისის მერი მიკროავტობუსების ყიდვაზე  საუბრობს .

რამსდენიმე დღის წინ, საქართველოს მესამე  პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშილმა სოციალური ქსელით მიმართავაც გაავრცელა, სადაც ქვეყნის ვალების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ, ქვეყანას 24 მილიარდის ვალდებულება აქვს და მათი შესრულება უკვე წლებია არ ხორციელდება, თანხები კი მაღალჩინოსნების კეთილდღეობას ხმარდება. 

მაგრამ აღებული ვალის, ნაკისრი ვალდებულებების სახით პროექტების შესრულება არ მოხდება, გადახდა, უკვე სამომავლოდ, ისევ ჩვენ მოოახლეობას მოგვიწევს და იგივე დათვლებით, წლების მანძილზე ჩვენ და ჩვენ შვილებს, უკან დასაბრუნებლელი იგივე თანხა - 10 ათასი ლარი გვექნება.

0% შეუსრულებულ პროექტებს შორისაა ასევე კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერება, რეგიონული განვითარების პროექტი, საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გაძლიერება და  გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი