ასუსტებს პარლამენტს და კანონის უზენაესობისადმი კითხვებს აჩენს - აშშ-ს საელჩო ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტაზე

გამოქვეყნდა:

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებული, რაიან ჰარისი ნაჩქარევსა და შემაშფოთებელს უწოდებს პარლამენტის მიერ ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტასა და ინსპექტორის ნაცვლად შექმნილი უწყებების ხელმძღვანელების დანიშნავს. 

ამ თემაზე მან ინტერვიუ "რადიო თავისუფლებას" მისცა. მისი შეფასებით, მანდატის შეწყვეტა ასუსტებს პარლამენტს და კითხვის ნიშნებს აჩენს კანონის უზენაესობისადმი.

"ბადრი ჯაფარიძის მანდატის ნაჩქარევად შეწყვეტა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ისეთი დანაშაულისთვის, რომელზეც გასული იყო სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, წარმოშობს კანონის უზენაესობისადმი კითხვის ნიშნებს, ასუსტებს პარლამენტს და ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების" გაცხადებულ მიზანს, პარლამენტში პოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით", - ამბობს ჰარისი.

ჰარისი იმედოვნებს, რომ ინსპექტორის ნაცვლად შექმნილი 2 უწყების ხელმძღვანელებს მიეცემათ პროცესის დამოუკიდებლად წარმართვის შესაძლებლობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი