თქვენ ყველამ დაადასტურეთ, რომ ჯაფარიძისთვის მანდატის ჩამორთმევა პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო - დეკანოიძე პაპუაშვილს

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაადასტურა, რომ დეპუტატ ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტაზე პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო.

საუბარია კობახიძის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ ბადრი ჯაფარიძის მხრიდან "ბრალის აღიარების" შემთხვევაში, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება "დიდი ალბათობით, განსხვავებული იქნებოდა". 

"არ შემიძლია, ბატონი კობახიძის განცხადებას არ გავუსვა ხაზი, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბადრი ჯაფარიძე აღიარებდა დანაშაულს, მანდატი არ შეუწყდებოდა. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის პოლიტიკური რეპრესიების და პოლიტიკური მართლმსაჯულების კიდევ ერთი ძალიან აშკარა და ღია მაგალითი. წარმოუდგენელია, ისეთი მტკიცებულება წარმოადგინოს პარტიის ლიდერმა, როდესაც პირდაპირ ღიად ამას ამბობს ჩვენი კოლეგის და მიმართ. სამწუხაროა, რომ ყველამ ერთად თქვენ დაადასტურეთ, რომ ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება და ხმა მიეცით ბატონი ბადრისთვის მანდატის ჩამორთმევას", - მიმართა დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ბიუროს სხდომაზე.

საპასუხოდ, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ კობახიძის განცხადებას სრულად იზიარებს: "მე სრულად ვიზიარებ ამ ახსნას, ვინაიდან საქმე ეხება და მანაც სწორედ ეს თქვა, რომ როდესაც არ ხდება სისტემის და სახელმწიფოს აღიარება, ეს თავისთავად ქმნის პრობლემას. სწორედ ეს არგუმენტაცია ჰქონდა წარმოდგენილი ბატონ ირაკლის".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი