
ხობში "მიშას სექტორის" ადგილობრივი ორგანიზაცია დაფუძნდა. დღეს იქ მთავარი გზავნილი, რომ მესამე პრეზიდენტი ივანიშვილისა და პუტინის პირადი პატიმარია კიდევ ერთხელ გააჟღერეს.
ორგანიზაციის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ბანერიც გაშალეს. მათი თქმით, აქტიურად დაიწყებენ ახალგაზრდებთან და მოსახლეობასთან მუშაობას.
"მიშას სექტორი" გეგმავს ადგილობრივი ორგანიზაცია სხვა რეგიონებშიც გახსნას, მოგვიანებით კი მზადება მასშტაბური აქციისთვის დაიწყონ.
ავტორი: ემა გოგოხია.