
84 წლის დიმიტრი სადარიშვილმა მთელი ცხოვრება ამ მისამართზე გაატარა - თბილისი, კრწანისის 82 ნომერი. დიმიტრის მსგავსად, ახლა შესაძლოა აქედან მთელი ეზო გაასახლონ. ტერიტორიის მოსახლეობისგან დაცლას ერთი მიზანი აქვს - საპატრიარქოს აქაურობის დაბრუნება სურს.
მე-18 საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის შენობაში, სადაც თითქმის წაშლილია სალოცავის კვალი, 30-მდე ოჯახი საუკუნებიაა ცხოვრობს. Ხალხი თავიანთი საკუთრებიდან გასვლის წინააღმდეგია, არადა, საპატრიარქოს მერიისგან სწორედ იმ პროექტისთვის აქვს თანხმობა მიღებული, რის მიხედვითაც ამ ადამაინების გასახლებას გეგმავს.
Წულაძის ქუჩაზე შვიდსართულიანი კორპუსის ასაშენებლად ტერიტორია იწმინდება. Საცხოვრებელი კომპლექსი 200-ზე მეტ ბინას დაიტევს, მაშინ, როდესაც იქ შესასახლებელი ოჯახების რაოდენება 64-ია. ყოველი შემთხვევისთვის, პროექტის მიზანში საპატრიარქოს ასე უწერია. ამგვარად, გაუგებარია როგორ გამოიყენებს დარჩენილ საცხოვრებელ ფართებს ეკლესია. Წულაძის ქუჩის მოსახლეობას გოინივრული ეჭვი აქვს, რომ შესაძლოა, აქ ბინების გაყიდვა დაიწყოს.
Მოსახლეობის გაურკვევლობას ის ფაქტიც აძლიერებს, რომ ამ ტერიტორიაზე დიდი ხნის წინ უნდა აშენებულიყო წმინდა გაბრიელ სალოსის სახელობის ტაძარი. 2016 წელს მეუფე იაკობის თაოსნობით თითქოს ეს სამუშაოები დაიწყო. ამის დასტურად სპეციალური აბრაც წლების წინ გამოიკრა და ხატიც აღიმართა, მაგრამ დღემდე აქ ტაძარი არ დგას. სამაგიეროდ, არსებობს ტაძრის გენერალური გეგმა და ესკიზი, რომლის ასაშენებლადაც თბილისის მერიამ თანხმობა წლების წინ გასცა და გეგმის მიხედვით ამ ტერიტორიაზე კელიებით, მოსასვლებლებითა, სამრეკლოთი დატვირთული დიდი ზომის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი უნდა აღმართულიყო. 2020 წელს, პანდემიის დროს კი მოულოდნელად პროექტი შეიცვალა და კახა კალაძემ ტერიტორიაზე საპატრიარქოს კორპუსების აშენების უფლება მისცა.
ახალი პროექტის თანახმად, აქ ტაძარი დომინატურ პოზიციას აღარ იკავებს. შესაძლოა ითქვას, რომ არა კორპუსები, არამედ სალოცავია აქ დამხმარე შენობა. ამგვარად, ტაძარი არა, მაგრამ კორპუსების სამშენებლო კომპლექსი სახეზეა. Რატომ მოაწერა ხელი კახი კალაძემ შეცვლილ პროექტს ამაზე ირაკლი ნადირაძე, საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" მიიჩნევს, რომ შესაძლოა, საქმე კორუფციულ გარიგებას ეხებოდეს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი თამთა მიქელაძე კი მიიჩენვს, რომ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ სრულად აღრიცხული არ არის ზუსტად საბჭოთა დროს რა ქონება ჩამოერთვა საქართველოს ეკლესიას, გაუგებარია, რამდენი ხანი გაარძელებს საქართველოში ყველაზე მდიდარი ინსტიტუცია კონკორდატის თემით ხშირად აპელირებას. Მიმდინარე საქმეზე კი სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია, ვინაიდან, კერძო საკუთრების გადაცვლაზე მოლაპარაკება ეკლესიის პრეროგატივა არ არის.
იმ ფონზე, როდესაც იურისტი გვარწმუნებს, რომ საპატრიარქო 200 ბინაზე გათვლილ მშენებლობას განახორციელებს, საპირისპიროს ვკითხულობთ ოფიციალურ დოკუმენტებში. ახალი პროექტის მიხედვით, 484 მაცხოვრებელზე გათვლილი 90 ბინა აშენედება. არავინ იცის, როდის იცრუა საპატრიარქომ - ოფიციალურ დოკუმენტებში თუ სატელეფონო ინტერვიუში. ჩვენ კი ქონების საინვესტიციო ღირებულება უხეშად დავითვალეთ და როგორც აღმოჩნდა, წულაძის ქუჩაზე განსახორციელებელი მშენებლობის ღირებულება რვა მილიონამდე მერყეობს, მოგება კი დაახლოებით 16 მილიონი ლარი იქნება.
არავინ იცის, რაში დახარჯავს საქართველოს საპატრიარქო იმ ქონებას, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ ერგება.