კობახიძე საზოგადოებას გახარიაზე, "უაღრესად საინტერესო ინფორმაციას" პირდება

გამოქვეყნდა:

"ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე აანონსებს, რომ საზოგადოებას ყოფილ პრემიერ გახარიაზე​ "უაღრესად საინტერესო ინფორმაციას" მიაწვდიან, თუმცა როდის, ამას არ ამბობს

"საინტერესო იქნება ძალიან საზოგადოებისთვის, მე მგონია, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს სრული სიმართლე დეტალებზე. დღეს, სამწუხაროდ, ვერ ვამბობთ, მაგრამ მინიმუმ იქნება უაღრესად საინტერესო ეს ინფორმაცია" - ამბობს კობახიძე.

კითხვაზე, როდის? - ის პასუხობს, რომ "შეიძლება თვეები საქმე იყოს", თუმცა "დიდხანს არ გაგრძელდება. გარკვეული უხერხულობა უნდა მოიხსნას და ამის შემდეგ ვიტყვით ყველაფერს ამასთან დაკავშირებით" ამბობს კობახიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი