
სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახური "შეშფოთებულია", სოფელ ორჭოსანთან დამონტაჟებულ ბანერზე უკრაინის მხარდამჭერი წარწერების გამო და ამ ყველაფერს "ვანდალიზმს" უწოდებს და აპირებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM]-ის მორიგ შეხვედრაზე ისაუბროს. რეჟიმმა "ცხელი ხაზიც" აამოქმედა
"საშიში ტენდენციაა საქართველოში რევანშისტული განწყობებისა, რომელიც მხარს უჭერს ლუგანსკისა და დონეცკის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინის აგრესიას და შესაძლოა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების მორიგი გამწვავების მიზეზი გახდეს" ნათქვამია ე.წ. უწყების განცხადებაში.
უკრაინული დროშის ფერების საღებავებით წარწერა Слава Україні რამდენიმე დღის წინ, ოკუპანტების დადგმულ ბანერზე სამოქალაქო აქტივისტებმა გააკეთეს და ამით მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინას.