"წამოიყვანე ცოლ-შვილი და გაათიე ღამე აქ" | ავარიულ კორპუსში მცხოვრებლები ბათუმის მერიისგან პასუხს ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ხმაური ბათუმში - მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის მცხოვრებლები, ქალაქის მერთან შესახვედრად საჯარო ბიბლიოთეკაში მივიდნენ, სადაც არჩილ ჩიქოვანს ღონისძიება ჰქონდა დაგეგმილი. 

ისინი ამბობდნენ, რომ კორპუსში ცხოვრება შეუძლებელია და ამასთან დაკავშირებით მერისგან განმარტებებს ითხოვდნენ, თუმცა პასუხები ვერ მიიღეს. ჩიქოვანმა მათ მხოლოდ ის უთხრა, რომ პასუხისმგებლობა ინვესტორს ეკისრება, რომელსაც თანხა ბიუჯეტიდან უკვე გადაურიცხეს. 

აღნიშნულს ადგილობრივების უკმაყოფილება მოჰყვა. "წამოიყვანე ცოლ-შვილი და გაათიე ღამე აქ", - მიმართა ბათუმის მერს კორპუსის მცხოვრებელმა.

შენობა უკვე წლებია, ავარიულ მდგომარეობაშია და ამასთან დაკავშირებით ექსპერტების დასკვნაც არსებობს. 7 წლის წინ, ბათუმის მერიამ ადგილობრივებთან მიიყვანა ინვესტორი, რომელსაც ახალი კორპუსის აშენება და ადგილობრივების გაყვანა ევალებოდა. ამისთვის მას 400 000 ლარი ჩაერიცხა, თუმცა უკვე 2 წელია, კორპუსის მცხოვრებლები ინვესტორთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებენ.

რამდენიმე დღის წინ მომხდარმა მიწისძვრამ შენ კიდევ უფრო მეტად დააზიანა, რის გამოც მოქალაქეებს სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უწევთ ცხოვრება. 

ინვესტორი, რომელსაც ბიუჯეტიდან თანხა გადაურიცხეს, კომპანია "რეალმშენია", რომლის უკანაც აჭარის უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსანი ემზარ (ბუბა) ბოლქვაძე დგას. ის პოლიციაში მაღალ თანამდებობას ამ დრომდე იკავებს.

 
ამავე თემაზე: 

აქცია ბათუმში | ავარიულ კორპუსში მცხოვრებლები მერიისგან დროებით საცხოვრებელს ითხოვენ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი