კანადის სანაპიროსთან ესპანური თევზსაჭერი გემი ჩაიძირა | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

კანადის სანაპიროსთან ესპანური თევზსაჭერი გემი ჩაიძირა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ გემზე სულ 24 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა მხოლოდ 3 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, 9 ცხედარი იპოვეს, 12 კი დაკარგულად ითვლება. 

რამ გამოიწვია გემის ჩაძირვა, ჯერჯერობით უცნობია. 

ესპანეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლუის პლანასმა თქვა, რომ ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა მეთევზეობის ინდუსტრიაში 1984 წლის შემდეგ, როდესაც კანარის კუნძულებზე ნავი „ისლამარ III“ ჩაიძირა. მაშინ შემთხვევას 26 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი