
გადაუღებელმა წვიმებმა ბრაზილიის ქალაქ პეტროპოლისში, მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
მედიის ინფორმაციით, მეწყერმა 80-მდე სახლი დააზიანა, დაღუპულია, სულ მცირე, 94 ადამიანი, 35 კი დაკარგულად მიიჩნევა.
სპეციალისტების თქმით, 3 საათის განმავლობაში მოსული ნალექის მოცულობა ერთი თვის ნორმას უტოლდება.