ცხოვრება სიკვდილის საფრთხის პირისპირ | ბათუმში, ავარიულ კორპუსში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ბათუმი, მაიაკოვსკის ქუჩაზე, 5-სართულიან კორპუსში მოსახლეობას ცხოვრება სიკვდილის პირისპირ უწევს, ბინა იმდენად ავარიულია, რომ კედლები ყოველდღიურად იშლება. რამდენიმე დღის წინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს კი დახეთქილი კედლები კიდევ დაიბზარა, რის გამოც ცხოვრებს კიდევ უფრო სახიფათო გახდა.

ადგილობრივები იძულებული გახდნენ, კორპუსი დაეტოვებინათ და დროებით თავშესაფარში გადასულიყვნენ.
5-სართულიანი კორპუსის რეაბილიტაციისთვის, 2016 წელს ბათუმის მერიამ ინვესტორი მოძებნა, 400 ათასი ლარი ბიუჯეტიდან გადაუხადა, თუმცა კორპუსის მშენებლობა, მშენებელმა კომპანიამ ვერ დაასრულა. 

"შპს რეალმშენმა" მოსახლეობა ისევ ქუჩაში დატოვა. დღეს მერია მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ გადაწყვეტილება ისევ ადგილობრივებმა უნდა მიიღოს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი