"დროულად მოგვაწოდონ ექსპერტიზის პასუხი" - აიტპაევას დედა საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს

გამოქვეყნდა:

თბილისში მოკლული ყაზახი გოგოს ასელ აიტპაევას დედა საქართველოსგან ექსპერტიზის პასუხს ითხოვს და ​პასუხისმგებელ უწყებებს მოუწოდებს, დოკუმენტების მიწოდება დააჩქარონ.

მისი მტკიცებით, სწორედ ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი, არის თუ არა მისი მოკლული შვილი მურად მეირბეკოვის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი.

"მინდა საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვო, რომ დროულად მოგვაწოდონ ექსპერტიზის პასუხი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდე, არის თუ არა ჩემი შვილის სხეულზე მეირბეკოვის დნმ-ი. პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს ვერსია, რომ შეიძლება, სხვა ადამიანის დნმ-იც შეიძლება ფიგურირებდეს. უკვე 10 თვეზე მეტია გასული და ჯერ სასამართლოც კი არ გამართულა. ყაზახეთის მხარე ძალიან აჭიანურებს პროცესებს", - ამბობს აისულუ აიტპაევა.

ასელ აიტპაევას საქმე

ოფიციალური ვერსიით, 26 წლის ყაზახმა გოგონამ ასელ აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

14 მაისს პროკურატურამ ბრალი კიდევ ერთ პირს, ასელ აიტპაევას ნათესავს, მურად მეირბეკოვსაც წარუდგინა. საგამოძიებო უწყების ცნობით, მეირბეკოვმა, რომელმაც ასელ აიტპაევა საქართველოში სამუშაოდ ჩამოიყვანა, გოგონაზე რუსთავში 2-ჯერ იძალადა. უწყება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, 2-ჯერ გაუპატიურებას ედავება. დანაშაული 6-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ მეირბეკოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. პროცედურულად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 15 დღე აქვს იმისთვის, რომ ყაზახეთის მთავრობას მეირბეკოვის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართოს.

ასელ აიტპაევას ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ მურად მეირბეკოვმა, გოგონა საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა, იძალადა, გაყიდა, შემდეგ კი მოკლა. 26 წლის ყაზახი ქალის ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ საქმეს კიდევ ერთი, ტრეფიკინგის მუხლიც დაემატოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი