კასპში ხმაურია - საკრებულოს სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
დეპუტატები სხდომათა დარბაზში იკრიბებიან, სადაც ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს უნდა უყარონ კენჭი. ირკვევა, რომ მერია ჯიპის შესაძენად 80 ათას ლარზე მეტის გამოყოფას ითხოვს, რასაც ოპოზიცია არ თანხმდება.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ოპოზიციონერებისა და ჟურნალისტების მიმართ აგრესიულობით გამოირჩევიან.
შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს კასპის ყოფილი მერი, მანუჩარ მერებაშვილი, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეს, შმაგი ბეგლარაშვილს დიპლომის გაყალბებაში ადანაშაულებს.
როგორც რამდენიმე წუთის წინ, "მთავარი არხის" კორესპონდენტმა შეგვატყობინა, პირდაპირი ჩართვის შემდეგ, პოლიციამ და საკრებულოს წევრებმა ჟურნალისტები ძალადობის გამოყენებით, საკრებულოს შენობის დარბაზიდან გამოიყვანეს.
მისივე ინფორმაციით, მათ ფიზიკური დაზიანებები აქვთ, დაზიანდა აპარატურაც. ოპერატორს გახეთქილი აქვს ტუჩი.