
"ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ "ნაკლებად აინტერესებს" რუსი ოპოზიციონერის, ანდრეი დავიდოვის აზრი საქართველოში არშემოშვებასთან დაკავშირებით.
მან ჟურნალისტს "ურჩია", იკითხოს, ხომ არ ირღვეოდა დავიდოვის შემოშვებით საქართველოს სახელმწიფო ინტერესები.
"მე ნაკლებად მაინტერესებს ამ ადამიანის აზრი და მე მგონი, თქვენც ნაკლებად უნდა გაინტერესებდეთ, რომელიც არ შემოუშვეს, იმასთან შედარებით, ვიდრე ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები არის. მეც და თქვენც საქართველოს მოქალაქეები ვართ და პირველ რიგში, უნდა გვაინტერესებდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებით. მე მგონია, რომ ასე ვფიქრობთ ორივე და თუ ასე ფიქრობთ, მაშინ ბუნებრივია, თქვენი კითხვა უნდა იყოს ის, რომ ხომ არ ირღვეოდა მართლა საქართველოს სახელმწიფო ინტერესები", - თქვა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თბილისიდან კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი გააბრუნეს. ანდრეი დავიდოვი მომხდარს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. მისი ვარაუდით, საქართველოს რუსეთმა მისთვის არასასურველი მოქალაქეების სია გადასცა, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთის უფლება არ უნდა მისცენ.