კრემლი ოკუპირებული დონბასის აღიარების საქართველოში შემუშავებულ სცენარს ამზადებს - განცხადებას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი აკეთებს და ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლებს მოუწოდებს, არ დაუჯერონ ოკუპანტების განცხადებებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მათზე თავდასხმას ამზადებს - "პროვოკაციები არ შეწყდება. კრემლი ამზადებს საფუძველს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას საქართველოში შემუშავებული სცენარით, იმისდა მიუხედავად, შეასრულებენ თუ არა, მზადდება რათა ეს ვარიანტი ჰქონდეთ", – თქვა რეზნიკოვმა.
მისი თქმით, კრემლი მოქმედებს იმავე სცენარით როგორც ეს საქართველოში 2008 წელს გააკეთა.
რეზნიკოვმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ წუხელ საოკუპაციო ხელისუფლებამ გაავრცელა დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ემზადებიან შეტევისთვის:
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ არ გვაქვს განზრახული რაიმე ძალისმიერი ქმედებები მივიღოთ ORDLO-ს ან ყირიმის წინააღმდეგ. ჩვენ ვიმოქმედებთ პოლიტიკური და დიპლომატიური გზით და საფრთხეს არ შევუქმნით ჩვენს მოქალაქეებს. მივმართავ ლუგანსკის, ალჩევსკის, დონეცკის, გორლოვკას მოსახლეობას. იასინოვატაია და სხვა ქალაქები: ხალხო, ნუ გეშინიათ, თქვენი მტერი არ არის უკრაინა, არამედ ის, ვინც თითქოს იმალება თქვენი კედლების მიღმა. არ დაიჯეროთ ჭორები უკრაინის თავდასხმის შესახებ“, - თქვა მან.