არჩევნების თარიღის გადაწევა მხოლოდ "ქართულ ოცნებას" აწყობს - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

არჩევნების თარიღის გადაწევა მხოლოდ "ქართულ ოცნებას" აწყობს - ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადატანას ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკურ გეგმებს უკავშირებს. ხელისუფლების ოპონენტები პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მოუწოდებენ, ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მონიტორინგი გააგრძელონ.

რაც უფრო ნაკლებს ეტყვის ხელისუფლება მოქალაქეს იმაზე, რომ შეიძლება არჩევნები გადაიტანონ, მით უფრო უკეთესი იქნება მისი მდგომარეობა არჩევნებზე, იმიტომ რომ დეკემბერში არც ეკონომიკური, არც სოციალური მდგომარეობა მოქალაქეების, არც პოლიტიკური ვითარება არ გაუმჯობესდება, ამიტომ სჯობს კონსტიტუციური ვადები იყოს დაცული და ხელისუფლებამ იმაზე იფიქროს, როგორ ჩაატაროს გამჭვირვალედ, ტრანსპარენტულად, დასავლური სტანდარტის დაცვით ეს არჩევნები, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.

მისი თქმით, შემაშფოთებელია, რომ ხელისუფლება უკვე იწყებს ლაპარაკს არჩევნების გადატანაზე, მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში ჯერ შეტანილიც არ არის.  

თუ პრობლემა არის, ამის შესახებ უნდა ისაუბროს შესაბამისმა სამსახურებმა და შესაბამისი ცოდნისა და ექსპერტიზის მქონე ადამიანებმა და ამ ნაწილში ვხედავთ, რომ თუნდაც იგივე ბატონი ცერცვაძე ამბობს, რომ ჯერ პირველი ტალღა არ დასრულებულა და ამ დროს ბატონი კობახიძე მეორე ტალღით გვემუქრება. ჩვენ გვყავს ყველაზე მატყუარა ადამიანი დღეს ხელისუფლებაში ბუნებრივია, ეჭვის აღმძვრელია ეს და რაღაც ვირეშმაკობას გავს, - ამბობს "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა. 

მმართველი პარტია არჩვენების შესაძლო გადადებაზე ღიად ალაპარაკდა. პოლიტიკური განაცხადი პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა და კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში არჩევნების დეკემბერში ჩატარება დაანონსა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი