პარტია “ახალი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ გოგი წულაია საფრანგეთში სამკურნალოდ გაემგზავრა
როგორც პოლიტიკოსმა "მთავარს" განუცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად შეარყია ციხეში რამდენიმეკვირიანმა შიმშილობამ, რის გამოც მკურნალობა სჭირდება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ თუ საქართველოში რეპრესიები გაგრძელდა, რომელიმე ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს.