"ერთიანობის იქით მსოფლიოს სხვა არაფერი მოუგონია" - სააკაშვილი არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი სიით გასვლაზე

გამოქვეყნდა:

ერთიანობის იქით მსოფლიოს სხვა არაფერი მოუგონია - მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ინიციატივა 2020 წლის არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი სიით გასვლასთან დაკავშირებით, ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" განმარტა. მისი თქმით, ყველა საკუთარ ამბიციებზე მაღლა უნდა დადგეს და საერთო საარჩევნო სია შედგეს, რაც მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია.

ძალა ერთობაშია. სხვა არაფერი თანამედროვე მსოფლიოს ჯერ არ მოუგონია და არც ძველ მსოფლიოს. მე არაფერს ისეთს არ ვთავაზობ. ეს ხომ არ არის სააკაშვილის რეცეპტი? ვთავაზობ იმას, რაც მუშაობს სხვაგან. ყველა უნდა დავდგეთ ჩვენს ამბიციებზე მაღლა. ვიყოთ ერთად და ერთად მოვიგოთ. "ნაციონალური მოძრაობის, დავარქვათ რაც გინდათ, საერთო სახალხო გამარჯვების რაღაცა ერთობა, პლატფორმა, თუ გინდათ იყოს 5 ნომერი, თუ გინდათ იყოს  45 ნომერი. 5 ნუ იქნება, რა მნიშვნელობა აქვს? საუბარი არის იმაზე, რომ ყველა ერთად გაერთიანდეს, საერთო სია დავწეროთ, საერთო სიაში ყველა პარტიის წარმომადგენელი შევიდეს  და საერთო გამარჯვება იქნას მიღწეული, - აცხადებს სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ საკუთარი ქვეყნისთვის ბრძოლას მას ვერავინ აუკრძალავს.

მსოფლიოში არ არსებობს ძალა, არ არსებობს თანამდებობა, რომელიც ხელს ამაღებინებს მე იმ ქვეყანაზე ლაპარაკს, რომლის სახელმწიფოებრიობის ხელახლა შექმნაში მე და ჩემმა მეგობრებმა მრავალი საუკუნის შემდეგ მივიღეთ გადამწყვეტი როლი. ამას ვერც ისტორია ვერ წაგვართმევს. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გეგმები წინ, დიდი ამოცანები წინ და გვექნება დიდი შესაძლებლობები წინ. დანარჩენს ყველაფერს გაარკვევს ქართველი ხალხი, - განაცხადა მან.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ელჩის საგარეო უწყებაში დაბარებაზეც ილაპარაკა. მესამე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ივანიშვილის მთავრობას ყველაზე კარგი პასუხი უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა გასცა, როდესაც თქვა, რომ სააკაშვილი ქართველია და არასდროს შეწყვეტს ქართველობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი