
"ეს პროვოკაციაზე პასუხია" - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს და რუსეთის მიერ აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მოსკოვიდან გაძევებას ეხმაურება.
"რაც შეეხება ამერიკელი დიპლომატის გაძევებას, ეს საპასუხო მოქმედება იყო და ასევე, ეს არ შეიძლება იყოს ისეთი ქმედება, რომელიც რაიმეს პროვოცირებას ახდენს. ეს პროვოკაციაზე პასუხია" - ამბობს პესკოვი.
ცნობისთვის, რუსებმა მოსკოვიდან აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ბარტ გორმანი გუშინ, 17 თებერვალს გააძევეს.
იხილეთ ასევე: