სროლები უკრაინის ოკუპირებულ ზონაში | რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე - "მთავარი" დონეცკის ოლქიდან

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან მოსახლეობის გაყვანა დაიწყეს და შესაძლოა ეს იყოს სწორედ სიგნალი, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის მისამართით უფრო მასშტაბური თავდასხმები დაიწყონ. 

მანამდე კი, უკრაინის ფრონტის ხაზზე ამ დროისთვის, სიმშვიდეა და უკვე რამდენიმე საათია, სროლის ხმა არ ისმის. გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, გამთენიას, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 45-ჯერ დაარღვია და უკრაინული პოზიციების მისამართით მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღიც გამოიყენა. 

დაიბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, საბავშვო ბაღი, დასახლება სტანცია ლუგანსკა. ერთ-ერთი ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. არიან დაშავებულები, თუმცა თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ასევე, უკრაინას უწევს ბრძოლა საინფორმაციო ომის წინააღმდეგაც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელები ისვრიან დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ, თუმცა როგორც თავდაცვის სამინისტრო იუწყება, მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ცეცხლს თითქმის არ ხსნიან და ამას აკეთებენ ძალიან მცირე დოზით, მაშინ, როცა საჭირო ხდება, მოწინააღმდეგეს მათი იქ ყოფნა დაანახონ. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი