
რუსეთი ჩაატარებს წვრთნებს ბირთვული ტრიადის გამოყენებით - ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წვრთნები პუტინის ხელმძღვანელობით 19 თებერვალს დაიწყება:
„19 თებერვალს რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ვ.ვ.პუტინის ხელმძღვანელობით გაიმართება სტრატეგიული შეკავების ძალების გეგმიური წვრთნა, რომლის დროსაც ბალისტიკური რაკეტები იქნება გაშვებული“ - ნათქვამია განცხადებაში.
ღონისძიებებში ჩაერთვებიან საჰაერო კოსმოსური ძალები, სამხრეთ სამხედრო ოლქი, სტრატეგიული სარაკეტო ძალები, ჩრდილოეთ და შავი ზღვის ფლოტები.