აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ "მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამბობს, რომ გამოჰყავს ჯარები საზღვრიდან, ეს არ მომხდარა. საპირისპიროდ ვხედავთ, როგორ მიემართებიან დამატებითი ძალები საზღვრისკენ".
სახელმწიფო მდივანმა აუდიტორიას შეახსენა, რომ ისტორია 2014 წლის უკრაინისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ინახავს.
„ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ დიალოგისთვის, მაგრამ გვახსოვს წარსული. თქვენ ახსენეთ 2014 წელი, სხვამ შეიძლება, გაიხსენოს 2008 წელი საქართველოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ფაქტები და ფაქტები ასეთია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამბობს, გამოჰყავს ჯარები საზღვრიდან, ეს არ მომხდარა. საპირისპიროდ ვხედავთ, როგორ მიემართებიან დამატებითი ძალები საზღვრისკენ. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. სიძლიერის დიდი წყარო რაც გვაქვს, არის სოლიდარობა. ვფიქრობ, პრეზიდენტი პუტინისთვის სიურპრიზი იქნება ეს სოლიდარობა. ვიდრე ჩვენ ასე სოლიდარული ვიქნებით, შევძლებთ, ვუპასუხოთ ნებისმიერ გზას, რასაც პრეზიდენტი პუტინი ირჩევს“, - თქვა ენტონი ბლინკენმა.
იხილეთ ასევე: