სიდნეიში 35 წლის ბრიტანელ მოცურავეს თავს ზვიგენი დაესხა - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრაგიკული შემთხვევის გამო სანაპიროები 2 დღით იყო დახურული და დღეს გახსნეს. ამასთანავე, ეს არის ზვიგენის თავდასხმის პირველი შემთხვევა ბოლო 59 წლის განმავლობაში.
BBC-ის ცნობით, ხელისუფლებამ დაიწყო ზვიგენის ძებნა - სავარაუდოდ, 3 მეტრის სიგრძის, თეთრი ფერის.
სერფერებმა დაიწყეს სამხრეთ სანაპიროებზე მონიტორინგი, გაივლო სპეციალური გამყოფი ხაზები, რომლებიც გამოიყენება ზვიგენების სატყუარაში მოსათავსებლად, ასევე, ზვიგენზე დასაკვირვებლად ვერტმფრენები და თვითმფრინავები განლაგდნენ.
ტრაგიკული შემთხვევის გამო, დაგეგმილი ყოველწლიური საქველმოქმედო შეჯიბრი ცურვაში გაუქმდა.