ბრიტანეთში, დამანგრეველი ქარიშხლის გამო, განგაშია გამოცხადებული | არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

დაშავებული ადამიანები, დანგრეული შენობები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ამოთხრილი ხეები - ბრიტანეთში ქარიშხალი "იუნისი" მძვინვარებს. 

BBC-ის ცნობით, ქვეყანაში გამოცხადებულია განგაშის ყველაზე მაღალი, წითელი დონე. სინოპტიკოსების  პროგნოზით, ქარის სიჩქარემ შესაძლოა, საათში 145 კმ-ს მიაღწიოს. ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. 

სტიქიის გამო გაუქმებულია 500-მდე ფრენა, ჩაიკეტა სარკინიგზო ხაზები და დაიხურა საგზაო ხიდები. უელსში დაიხურა საგანმანათლებლო დაწესებულებებიც.

სტიქიამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც 1 200-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

BBC ასევე წერს, რომ „იუნისი“ უკვე მეორე შტორმია, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს თავს ამ კვირაში დაატყდა. სინოპტიკოსების შეფასებით, ის ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძლავრი სტიქიაა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი