ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე ტარიფის გაუქმებას ითხოვს. ამ ინიციატივით ფრაქციამ ზუგდიდის საკრებულოში ინიციატივა უკვე შეიტანა.
ანი წითლიძის ინფორმაციით, "როგორც კი საკრებულოს კომისიები საბოლოოდ ჩამოყალიბდება, საკრებულოს მოუწევს იმსჯელოს ინიციატივაზე და გააუქმოს მიღებული დადგენილება".
რადგან ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე ტარიფის დაწესება კვლავ აქტუალურია, სრულიად სამართლიანად.
ვაანონსებ:
ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ჯერ კიდევ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე შეიტანა ინიციატივა საკრებულოში რომ გაუქმდეს ტარიფების დადგენილება და ბოტანიკური ბაღი ისევ გახდეს უფასო.
როგორც კი საკრებულოს კომისიები საბოლოოდ ჩამოყალიბდება. მოგეხსენებათ, კომისიების გარეშე საკითხის განხილვა ვერ მოხდება. ზუგდიდის საკრებულოს მოუწევს იმსჯელოს ინიციატივაზე და გააუქმოს მიღებული დადგენილება.
ამ საკითხზე განხილვის დღე რომ ჩაინიშნება, პირადად დავესწრები მეც საკრებულოს სხდომას და შეუძლია დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, - წერს ანი წითლიძე.
იხილეთ ასევე: