რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებული რეგიონებიდან როსტოვში ჩასულ თითოეულ მოქალაქეს 10 000 რუბლს გადაუხდის - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Tass ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პუტინმა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს ევაკუირებული მოსახლეობისთვის თანხის გადახდა უკვე დაავალა და ალექსანდრე ჩუპრიიანი როსტოვში გაგზავნა.
ცნობისთვის, რუსულმა წყაროებმა უკვე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოკუპირებული დონეცკიდან ევაკუირებული მოსახლეობის პირველი ნაწილი როსტოვში გადაიყვანეს.