ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონში", სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს, ხმაურია.
ადგილზე საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის და და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მივიდნენ. ისინი კობახიძესთან შეხვედრას და კითხვებზე პასუხების გაცემას ითხოვდნენ, თუმცა დაცვის თანამშრომლები "ოცნების" თავმჯდომარესთან მისვლის შესაძლებლობა არ აძლევენ.
ცოტა ხნის წინ ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. მათ ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილს სასტუმროს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. დაპირისპირებისას ნაზი ფუტკარაძე შეუძლოდ გახდა.
"პასუხი მინდა გამცენ, რატომ მოკლეს ნუგზარი და რატომ არ იძიებენ. ჯანმრთელი ძმა მიწაში რატომ ჩამიდეს. მხეცებო, მკვლელებო, ჯალათებო! ხალხს არ უნდიხართ, მოშორდით აქაურობას", - მიმართა მმართველ გუნდს ნაზი ფუტკარაძემ.
ადგილზე ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. შენობაში დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული.