ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერებმა საყოველთაო სამხედრო მობილიზება გამოაცხადეს

გამოქვეყნდა:

აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის ლიდერებმა სრული სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადეს - ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

"მეორე სეპარატისტმა ლიდერმა, ლეონიდ პასეჩნიკმა თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან (LNR), ხელი მოაწერა განკარგულებას სრული სამხედრო მობილიზაციის მოწოდების შესახებ. მსგავსი მოწოდება დონეცკის რეგიონის პრორუსულმა სეპარატისტულმა მთავრობამ დენის პუშლინმა ადრეც გაავრცელა", - წერს Reuters-ი.

გუშინ, 18 თებერვალს დონეცკში, სეპარატისტების ლიდერმა მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაცია გამოაცხადა რუსეთის ფედერაციის მიმართულებით. ევაკუირებული მოსახლეობის პირველი ნაწილი როსტოვში გუშინ ღამე გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებს ძირითადად ქალები, ბავშვები და მოხუცები ტოვებენ. დონეცკის სახალხო მილიციის წარმომადგენელმა, ედუარდ ბასურინმა აღნიშნა, რომ  700 000 მოქალაქის  ევაკუაცია იგეგმება.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი