ჩვენთვის ეუთოს ფუნდამენტური პრინციპები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება - გერმანიის კანცლერი

გამოქვეყნდა:

რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცის მობილიზება მოახდინა და ამას გამართლება არ აქვს. რუსეთი ამის მიზეზად ასახელებს იმას, რომ უკრაინა შესაძლოა ნატოში გაწევრიანდეს და ეს პარადოქსია, რადგან ამ საკითხზე არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა.

ჩვენ რუსეთი გავაფრთხილეთ, რომ უკრაინაზე თავდასხმა გამოიწვევს სერიოზულ შედეგებს, რუსეთი გვეუბნება, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არსებობს გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები, რომელიც მას სურს. ჩვენთვის კი ეუთოს ფუნდამენტური პრინციპები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება, ჩვენ ამ პრინციპებზე უკვე შევთანხმდით და მათ შორის არს ქვეყნის უფლება, აირჩიოს რომელ ალიანსში გაწევრიანდება.

თქვა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი