
საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მზად არიან მიიღონ დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკებიდან ევაკუირებული ადამიანები. განცხადება ამის შესახებ სოხუმის ე.წ მერმა ბესლან ეშბამ გააკეთა.
ე.წ მერიის ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ დონეცკსა და ლუგანსკში სამხედრო ქვედანაყოფების გაგზავნის მზადყოფნაც გამოაცხადა.
დონეცკიდან და ლუგანსკიდან ევაკუირებული მოსახლეობის დახმარების სურვილს გამოხატავს საქართველოს კიდევ ერთი ოკუპირებული რეგიონი. ე.წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარებული პრეზიდენტი ბიბილოვი ამის შესახებ, დენის პუშილინს ესაუბრა.
დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების ლიდერებმა მასობრივი ორგანიზებული ევაკუაციის შესახებ გუშინ, 18 თებერვალს გამოაცხადეს.