
ხვალ კიევში, ევრომაიდანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. მარიამ გეგუჩაძის მიერ ორგანიზებულ სოლიდარობის აქციას უკრაინაში მცხოვრები ქართველები უერთდებიან.
მარიამ გეგუჩაძე უკვე უკრაინაში, ხარკოვში იმყოფება და ამბობს, რომ ქვეყანაში დაძაბულობა შეინიშნება, თუმცა იგრძნობს საბრძოლო შემართებაც.
"ჩვენ ჩვენს სახლში ვართ, არსად გაქცევას არ ვაპირებთ და ბოლომდე დავიცავთ უკრაინას"...
"რუსეთი მტერია და ის თუ შემოვა ჩვენს მიწაზე, მთელი მსოფლიო დაინახავს რას წარმოადგენს რუსეთი. თ ისინი ჩვენს ტერიტორიაზე შემოვლენ, მეტრს ცოცხალს არ გავუშვებთ..." - ამბობენ უკრაინელები
მარიამ გეგუჩაძე და აქციის ორგანიზატორები, უკრაინაში მცხოვრებ ქართველებს მოუწოდებს, მივიდნენ ხვალ ევრომაიდანზე, რადგან საქართველოსთვის ძალიან ნაცნობი და მტკივნეულიაა ის სიტუაცია, რაც ახლა უკრაინაშია.