რუსეთ - უკრაინის ომის საფრთხე და პუტინის სამხედრო ავანტურის მცდელობაა მთავარი თემა, მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც მსოფლიო ლიდერები მსჯელობენ, როგორ შეიძლება რუსული სამხედრო აგრესიის შეკავება და არსებობს თუ არა ისევ ვითარების დეესკალაციის დიპლომატიური რესურსი.
დღეს, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ყველა ელოდებოდა ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლას, რომელიც მოსალოდნელზე უფრო მეტად კრიტიკული აღმოჩნდა - ჩვენ დავიცავთ უკრაინას, პარტნიორებთან ერთად და მათ გარეშეც უკრაინის პრეზიდენტი, საერთაშორისო პარტნიორებისგან, კონკრეტულ ნაბიჯებს და უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მოითხოვს;
უსაფრთხოების კონფერენციას, ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთმა ბოიკოტი გამოუცხადა და მიუნხენში კრემლის არც ერთი წარმომადგენელი არ ჩასულა, თუმცა დაახლოებით 20 წუთიანი გამოსვლისა და კითხვა - პასუხის ფინალურ ნაწილში, ზელენსკიმ რუსეთის უხილავი ხელი მაინც იგრძნო.
ავტორი: რამაზ ხატიაშვილი