ირაკლი დგებუაძე, რომელიც ოპოზიციის წინააღმდეგ დღეს ყველაზე აგრესიული იყო, აჭარის პოლიციის უფროსად დანიშნეს

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება ბათუმში დღეს 6 ადამიანის დაკავებით დასრულდა. პოლიციის და სპეცდანიშნულების რაზმებმა, ოპოზიციის წევრებზე იერიში მას შემდეგ მიიტანეს, რაც ნაციონალური მოძრაობა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ცდილობდა;

ქართული ოცნების თავმჯდომარისგან ოპოზიციის წევრებს, ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობის შესახებ, კითხვებზე პასუხების მიღება სურდათ, თუმცა პოლიციამ ისინი სასტუმრო "ჰილტონიდან" ძალის გამოყენებით გაიყვანა, მათ შორის, გარდაცვლილი ნუგზარ ფუტაკრაძის და - ნაზი ფუტკარაძე;

დაპირისპირების დროს დაშავდა, ნაციონალური მოძრაობის წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს; ხმაურს ირაკლი კობახიძე არ შეუწუხებია. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დღეს ნაზი ფუტკარაძესთან შეხვედრა არ ისურვა და ოპოზიცია პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა;

დღის ბოლოს კი მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ირაკლი დგებუაძე, რომელიც დღეს ოპოზიციის წინააღმდეგ ყველაზე აგრესიული იყო, აჭარის პოლიციის უფროსად დანიშნეს;

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი