კომპრომატების ომი დაანონსებულია - კობახიძეს გახარიას ჩატარებული სპეცოპერაციები აეჭვებს

გამოქვეყნდა:

დაანონსებული პოლიტიკური კომპრომატების ომი და  დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის - უკვე რამდენიმე დღეა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, მედიასთან ღიად აანონსებს, რომ გიორგი გახარაიას წინააღმდეგ, ისეთ მასალებს გამოაქვეყნებენ, რაც საზოგადოებას შოკში ჩააგდებს;

მოგვიანებით, ირაკლი კობახიძემ დააკონკრეტა, რომ საქმე ეხება კავშირებს ნაციონალურ მოძრაობასა და გიორგი გახარაიას შორის და ამ კონტექსტში ახსენა პანკისის სპეცოპერაცია , ასევე 20 ივნისი.

ირაკლი კობახიძე მედიასთან გამოჩნდა დღესაც, თუმცა ამჯერად ქართული ოცნების თავმჯდომარე და პარტიის მთავარი იდეოლოგი ყოფილი პრემიერის და ერთ დროს "სუპერ მენეჯერის" მიმართ, მხოლოდ ცინიზმით და სიბრალულით შემოიფარგლა; 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი