გაფლანგული მილიონები და ნეპოტიზმი აფხაზეთის მთავრობაში - უწყება, რომელიც დევნილების პრობლემებზე დიდი ხანია არ ზრუნავს, კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში, ამჯერად "დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტების" სააგენტო მოხვდა, სადაც თანხა დევნილებისთვის მხოლოდ ფურცელზე დაიხარჯა, თუმცა პროექტები არსად ჩანს; აუდიტის სამსახური და დევნილები ახლა გასულ წელს გამქრალ ასობით ათას ლარს და შეუსრულებელ პროოექტებს ეძებენ;