უკრაინაში დაძაბული ვითარებაა - აფეთქებების ხმა დონეცკის ოლქში მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა და ინტენსიური სროლა ამ დრომდე გრძელდება.
უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბმა ინფორმაცია დღეს დილით რამდენჯერმე განაახლა. მათი ცნობით, ბოლო 24 საათში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოკუპანტებმა 134-ჯერ დაარღვიეს.
თავდასხმების ინტენსივობიდან გამომდინარე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის სამინისტროში ფიქრობენ, რომ სეპარატისტები და მათ უკან მდგარი რუსეთის ფედერაცია საომარი მოქმედებებისთვის ემზადებიან.
"რუსეთი ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა მინსკის შეთანხმება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონში კიდევ ერთხელ დაარღვიეს. გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების 134 ერთეული სამხედრო ტექნიკაა აღმოჩენილი, რაც რა თქმა უნდა, არღვევს მინსკის შეთანხმებას. ეს მიუთითებს, რომ რუსეთი აქტიურ საბრძოლო მზადყოფნას განაგრძობს და რეგიონში დამატებით დაძაბულობას ქმნის. მოკავშირეთა ძალების ქვედანაყოფები სიტუაციას ადგილზე აკვირდებიან ვითარებას. რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად ისინი მზადყოფნაში არიან", - თქვა გაერთიანებული ძალების პრესმდივანმა, დიმიტრი ლოციუკმა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საპასუხო ცეცხლის გახსნის ბრძანება მიღებული არ აქვს. როგორც თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ჯარისკაცები ცეცხლს ხსნიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი და სამოქალაქო პირების სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.
გუშინდელი მონაცემებით, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაჭრილია 2 სამხედრო დაიღუპა, 5 კი დაიჭრა.