მიუნხენის კონფერენციაზე ჩვენი ყოფნა უკრაინელი კოლეგებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო - ზალკალიანი

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მთავარი თემა უკრაინა იყო, საქართველოს წარმომადგენლების იქ ყოფნა უკრაინელებისთვის "უაღრესად მნიშვნელოვანი იყო".

"მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მთავარი თემა იყო, ჩვენი აქ ყოფნა და ჩვენი ხმა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, იმიტომ, რომ ჩვენთვის უცხო არ არის ეს გამოწვევა. ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ოკუპაცია, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გამოცდილების გაზიარება, საუბარი და ჩვენი პერსპექტივიდან დანახული სიტუაციის განმუხტვის გზები. ამიტომ, ყველა ორმხრივი შეხვედრა, როგორ პრემიერმინისტრის, ისე ჩემი შეხვედრები, მიეძღვნა ამ თემატიკას", - თქვა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ზალკალიანმა გუშინ უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან გამართა შეხვედრა. საგარეო უწყების ცნობით, "საქართველოს ვიცე-პრემიერმა სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას ამ ურთულეს და კრიტიკულ მომენტში".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი