ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით, დედოფალი ელისაბედ მეორე კორონავირუსით დაინფიცირდა.
BBC-ის ცნობით, სასახლეში ამბობენ, რომ მას აღენიშნება მსუბუქი, "გაციების მსგავსი სიმპტომები", მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ მომდევნო კვირაში მისი მდგომარეობა დამძიმდეს.
სასახლეში ამბობენ, რომ დედოფალს ჰქონდა კონტაქტი უფროს შვილთან და მემკვიდრესთან, უელსის პრინცთან, რომელსაც კოვიდი გასულ კვირას დაუდასტურდა.