ოპოზიციური წალენჯიხის მოდელი | ქალაქი, სადაც უკვე 3 თვეა აღარ ოცნებობენ და რეალური საქმის კეთებით დაკავდნენ

გამოქვეყნდა:

თვითმმართველობის რეალური ბერკეტი ყველა სოფელს, მინიმუმამდე დაყვანილი ბიუროკრატული ხარჯი და ხელისუფლება ხალხის სამსახურში - ასეთია ის დემოკრატიული მოდელი, რომლის დამკვიდრებას საქართველოში ერთადერთი ოპოზიციონერი მერი წალენჯიხაში ცდილობს.

საბიუჯეტო თვალსაზრისით, ეს მუნიციპლიტეტი ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებულია, ამის მიუხედავად, მხოლოდ პოლიტიკური თანმდებობის პირებისთვის ხელფასების არ მომატებით ახლადარჩეულმა მერმა რიგი სოციალური პრობლემების მოგვარება უმარტივესად შეძლო. თუმცა სასწორზე ახლა მხოლოდ წალენჯიხის მომავალი არ დევს. წარმატებული მოდელი არამხოლოდ "ქართული ოცნების" უძლეველობის მითს ამსხვრევს, არამედ ახალ პრეცედნეტს ქმნის - როცა ხელსიფულება ემსახურება ხალხს, და არა პირიქით.

სწორედ ამიტომ, უამრავი ტექნიკური და სოციალური პრობლემის პარალელურად, ერთადერთ ოპოზიციონერ მერს არნახული მასშტაბის პროპაგანსდისტული შეტევის მოგერიებაც უწევს. მაშ ასე, საქართველო, სადაც უკვე 3 თვეა აღარ ოცნებობენ და რეალური საქმის კეთებით დაკავდნენ.

ავტორი: ანა ასათიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი