ომი ევროპაში - რომლის მსგავსი კონტინენტს 1945 წლის შემდეგ აღარ უანახავს. ბორის ჯონსონი რუსეთის ხელისუფლებას პირდაპირ აფრთხილებს, რომ ომის შემთხვევაში ბრიტანეთში გადამალულ რუსულ კომპანიებს მატრიოშკებივით გახსნის და პუტინის კარის მთელ კორუფციას ფარდას ახდის.
კვირა დღეს ამერიკის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხოდმა მოიწვია, მათვარი საკითხი რა თქმა უნდა უკრაინაში ომის საფრთხეა. დღესვე ჩაინიშნა პუტინისა და მაკრონის მორიგი სატელეფონო მოლპარაკება.
მოკლედ, ახლა ევროპა ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდება, როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში,
სადაც ახლა ერთი ოდიოზური დიქტატორი მსოფლიო ისტორიის საკუთარი შეხედულებებით გადაწერას ცდილობს და მსოფლიოს ომით ემუქრება. იმავე საკითხზე მსჯელობდნენ მიუნხენის უსაფრთხოების კონფრენეციაზე - სადაც ზელენსკიმ კატეგორიული დასვა საკითხი მისი ქვეყნის NATO-ში მიღების შესახებ.
როგორია ზელენსკის გზავნილები და მოთხოვნები და რა პასუხი ექნება მსოფლიოს პუტინის სამხედრო ავანტიურაზე - ნათია გოგსაძე პარიზიდან.