რუსული 180 000-იანი არმია უკრაინის საზღვარზე რჩება. კრემლმა უკვე განაცხადა, რომ მის სამხედრო ძალას უკრაინის საზღვართან ტოვებს და კვალვაც აგრძელებს წვრთნებს, ანუ ომობანას თამაშს. პარალელურად კი უკრაინის აღმოსავლეთში კრემლის მარიონეტებმა უკვე დაიწყეს საომარი პროვოკაციები.
მთელი ღამის განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთში აფეთქებების ხმა ისმოდა, პრორურსმა სეპარატისტებმა დაახლოებით 40-ჯერ გახსნეს ცეცხლი. მათ შორის დაბომბეს სასაზღვროი პუნქტი და ცეცხლში მოყვა ჰუმანიტარული მისიაც. უკრაინის შეიღარბეულ ძალებში არის პირველი დანაკრგიც.
ახლა ზელენსკი პირდაპირ უყენებს საკითხს დასავლეტს - რომ უკრაინა ნატოში მიიღონ. "გვეუბნებიან, რომ კარი ღიაა, მაგრამ ჯერჯერობით, უცხო პირებს არ უშვებენ. ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები და არა წლების განმავლობაში პასუხგაუცემელი კითხვები" - ამბობს ზელენსკი, რომელმაც ერთ კითხვას ნამდვილად გასცა პასუხი - რომ უკრაინა ბოლომდე დაიცავს თავის თავისუფლებას.